გერმანულმა ავიაკომპანია GermanWings-მა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა. კომპანიამ რამდენიმე წუთის წინ ცხელი ხაზიც აამუშავა. GermanWings-ის ინფორმაციით, კატასტროფისას სამგზავრო ლაინერში 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეები არიან. კატასტროფის ადგილამდე მაშველებს ჯერ არ მიუღწევიათ. საფრანგეთის ალპებში რამდენიმე სამაშველო ჯგუფი და ვეტმფრენებია მობილიზებული.