საფრანგეთის ალპებში ავიაკატასტროფისას სავარაუდოდ არავინ გადარჩენილა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "ჯერჯერობით ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე არაფერი ვიცით. ერთი რამის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება. კატასტროფას სავარაუდოდ არავინ გადარჩენილა. ჩვენი მონაცემებით, თვითმფრინავში 142 დან 150 ადამიანამდე იმყოფებოდა,"-აღნიშნა ჰოლანდმა. GermanWings-ის კუთვნილმა ავიალაინერმა, რომელიც ბარსელონა-დუსელდორფის რეისს ასრულებდა, კატასტროფა რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის ალპებში განიცადა.