ალპებში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ფრაგმენტები ნაპოვნია. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა. უწყების ცნობით, ეარბას ა-320 დინ-ლე-ბენისა და ბარსელონეტის მთებს შორის ჩამოვარდა. სამაშველო ვეტმფრენებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაკვლიეს. ავოაკომპანია Germanwings-ის კუთვნილი ლაინერი ბარსელონა-დუსელდორფის რეისს ასრულებდა. კატასტროფისას თვითმფრინავში 148 ადამიანი იმყოფებოდა.