რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოშ სხეტინამ განაცხადა. "რუსეთთან ღია კია კონფლისტის არ მჯერა, მაგრამ ვიცნობ რა ბოლო ათწლეულების ისტორიას, ვფიქრობ, ასეთი სცენარის განვითარება შესაძლებელია. ამიტომ, თუ მშვიდობა გვინდა, ომისთვის უნდა ვემზადოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ფინანსური, ორგანიზაციული და სამხედრო რესურსები იმისათვის, რომ ვინმემ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ არ დააყენოს,"-აღნიშნა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.