დონეცკელი სეპარატისტები კიევს დასახლებული რაიონების დაბომბვაში ადანაშაულებენ. დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ პეტროვსკისა და გორლოვკის რაიონები დაბომბა, რასაც 2 ბავშვი ემსხვერპლა. ოფიციალურ კიევს სეპარატისტთა ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.