რუსული მცურავი კოსმოდრომის, "მორსკოი სტარტის" შესყიდვით არაბეთის გაერთიანებული ემირატებია დაინტერესებული. ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასი" იტყობინება. კოსმოდრომიდან მანამდე უკრაინული "ზენიტის" ტიპის რაკეტების გაშვება ხორციელდებოდა. მცურავი კოსმოდრომი 1995 წელს აშენდა და ამჟამად მისი აქციების 95 პროცენტის მფლობელი სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია "ენერგიაა." გაერთიანებულმა ემირატებმა საკუთარი კოსმოსური სააგენტო 2 წლის წინ შექმნა და 2021 წლისთვის მარსზე საკუთარი აპარატის გაშვებას აპირებს.