რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 7-ჯერ შემცირდა. ამისნ შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში იანვარ-თებერვლაში მხოლოდ 1,72 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განხორციელდა, რაც რუბლის კურსის ვარდნას უკავშირდება. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისიდან განახლდა.