ნემცოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა ლინგვისტური ექსპერტიზა დაიწყო. ექსპერტები ნემცოვის ელექტრონულ ფოსტას და იმ კორესპონდენციებს შეისწავლიან, რომელიც შესაძლოა მუქარას შეიცავდა. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 28 თებერვლის ღამეს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ქილერებს ნემცოვის მკვლელობაში 5 მილიონი რუბლი გადაუხადეს.