კონგრესი თეთრი სახლის ლიდერს უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი რეზოლუცია წარმომადგენლობითმა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტს მხარი 348 კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 48 კონგრესმენმა მისცა. "ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებას, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ პასუხგაუცემელი დარჩება,"-ნათქვამია დოკუმენტში.