აპრილიდან უკრაინამ შესაძლოა რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტოს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ დროისათვის რუსული გაზის შეძენის აუცილებლობა არ არსებობს. "ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება გაზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით შემცირებულია. ამიტომ, 1 აპრილიდან რუსული გაზის იმპორტს შევაჩერებთ ან მინიმალური რაოდენობით შევიძენთ. ამავე დროს იმპორტის ალტერნატიულ ვარიანტებსაც განვიხილავთ, რადგანაც იმაზე ძვირად გაზის შესყიდვას, რა ფასადაც ევროპა ყიდულობს, აზრი არ აქვს,"-აღნიშნა დემჩიშინმა.