უცხოელ ინსტრუქტორებს უკრაინაში ცუდად მომზადებული და კორუმპირებული არმია დახვდათ. ამის შესახებ გაზეთი "გარდიანი" დღევანდელ ნომერში წერს. "ჯარისკაცების მომზადების დონე საგანგაშოა. ასე იყო კონფლიქტის დასაწყისშიც, რადგანაც იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში ჯარში კორუფცია მეფობდა. ამის გამო აღჭურვილობის შეძენა ხშირად წვევამდელთა მშობლებს უწევდათ. მაგალითისთვის, ნატოს ცენტრში მომსახურე ანდრეი ლაპკოს ძმას უნიფორმის, ფეხსამლის, ჯავშანჟილეტისა და ჩაფხუტის შესაძენად 2400 დოლარი დასჭირდა, რომელიც მშობლებმა მისცეს. ერთ-ერთი ბრიტანელი ინსტრუქტორი კი ყვება, რომ უკრაინელი სამხედრო მეთაურების მომზადების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,"-ვკითხულობთ სტატიაში.