ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილი თავმჯდომარე მუსტაფა ჯემილევი დახმარებას შეერთებულ შტატებს სთხოვს. დევნილი პოლიტიკოსის თქმით, ყირიმში მისი თანამემამულეები დღეს იმაზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყვნენ. მისივე თქმით, ყირიმისა და დონბასის კრიზისის დარეგულირება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, თუმცა დასავლეთმა უკრაინა აუცილებლად უნდა შეაიარაღოს.