საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური დახმარების მისაღებად საბერძნეთი რეფორმების ახალ პაკეტს მოამზადებს. შეთანხმებას ბერძნულ მხარესთან ევროპის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე მიაღწიეს. ამასთან, ეკონომიკური რეფორმების პაკეტის შემუშავება ათენს უახლოვეს ხანებში დაევალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მიღწეული შეთანხმების გამო კმაყოფილება გამოთქვა. საბერძნეთის ხელისუფლებაში მოსული მემარცხენეები ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულებული ვალდებულებების შესრულებაზე მანამდე უარს აცხადებდნენ.