კომპანია Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების განმარტებით, Samsung-ის ახალი ფლაგმანის Galaxy S6-ის ბაზარზე გამოჩენა iPhone-ს გაყიდვებს აუცილებლად დაარტყამს. წინასწარი გათვლებით, 2015 წლის პირველ კვარტალში Apple 54 მლნ მოწყობილობის რეალიზაციას გეგმავს, თუმცა როგორც Morgan Stanley-ში აცხადებენ, მეორე კვარტალში უკვე გაყიდვების ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელი იქნება.
როგორც ცნობილია Galaxy S6 გაყიდვაში 10 აპრილიდან უნდა ჩაეშვას.
Morgan Stanley-ის ექსპერტების აზრით, სწორედ ამ დროიდან Galaxy S6-სა და iPhone 6-ის, თუ iPhone 6 Plus -ის გაყიდვების კონკურენციის ფონზე შემცირდება.
ანალიტიკოსების განმარტებით, სხვა მწარმოებლებს ბოლო პერიოდში ფლაგმანები არ გამოუშვიათ და სწორედ ამ ფონზე ბაზარზე „ექვსიანების“ ომი დაიწყება.
Citibank-ის ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ 2015 წელს 46 მლნ Galaxy S6-ი გაიყიდება, არადა ეს იმ ფონზე, როდესაც მათი პირვანდელი პროგნოზი 38 მლნ იყო.
თუმცა ვიდრე Samsung-ი ბაზრის წარმატებით ტკბობას დაიწყებს, „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ბაზარზე უკვე iPhone 6S-ს გამოიტანს.