ფრანგულ სატირულ ჟურნალზე განხორციელებული თავდასხმიდან 2 თვის თავზე „შარლი ებდოს“ რედაქციაში განხეთქილება დაიწყო. ჟურნალის თანამშრომლები გამოცემის აქციებზე დავობენ. ამ დროისათვის „შარლი ებდოს“ აქციების 40 პროცენტი იანვრის ტერაქტისას დაღუპული კარიკატურისტის, სტეფან შარბონიეს მშობლებზეა გაფორმებული, 40 პროცენტის მფლობელი ტერაქტისას დაზარალებული კარიკატურისი რისია, 20 პროცენტი კი ჟურნალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ერიკ პორტოს ეკუთვნის. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი იტყობინება,“ შარლი ებდოს“ 11-მა თანამშრომელმა ადვოკატები დაიქირავა და აქციების გადანაწილება კოლექტივის თანამშრომლებზე მოითხოვა.