ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინაში აპრილის დასაწყისში ჩავლენ. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა სტივ უორენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ეროვნული გვარდიის სამ ბატალიონს ამერიკის 173-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 290-მდე სამხედრო მოსამსახურე გაწრთვნის. წრთვნები იაროვსკის სასწავლო ცენტრში გაიმართება. უკრაინაში უკვე იმყოფებიან ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ადგილობრივ არმიის შენაერთებს ნიკოლაევში ტაქტიკურ მომზადებას უტარებენ.