ტუნისის ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ არაბული ტელეკომპანია ალ-არაბია იტყობინება. მასშტაბური თავდასხმა ბარდოს მუზეუმზე 2 დღის წინ განხორციელდა, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. დაღუპულთაგან 19 უცხოელი ტურისტი, 2 კი ტუნისის მოქალაქეა. ტრაგედიის ადგილზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მიაგებს.