რუსეთის პრეზიდენტი ასტანაში გაემგზავრა. დღეს ის მოლაპარაკებებს ყაზახ და ბელარუს კოლეგებთან გამართავს. მხარეები ევრაზიული კავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისსა და მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზეც იმსჯელებენ. პუტინის ვიზიტი ასტანაში ერთი კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა კრემლის ლიდერის ათდღიანი გაუჩინარების გამო გადაიდო.