რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ მინსკის შეთანხმების პირობები არ შესრულდება. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. სანქციების გაგრძელების საკითხი სამიტზე მწვავე დებატების საგანი გახდა. მოსკოვისთვის სანქციების გაგრძელებას ავსტრია, საბერძნეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციები წლის ბოლომდე გაუგრძელდება.