ლონდონის პოლიციამ 42 წლის ნაიჯელ უილსონი დააკავა. როგორც გაირკვა, ის პრემიერ-ლიგის შეხვედრებს უპილოტო აპარატის მეშვეობით იღებდა. დაკავებულს ბრალი აერონავიგაციის ნორმების დარღვევაში დასდეს, რაც სტადიონებზე ე.წ. კოპტერების გამოყენებას კრძალავს. ბრალდებულმა უკვე აღიარა, რომ გასულ წელს ლონდონში, მანჩესტერში, ლივერპულსა და ლესტერში 13 შეხვედრა გადაიღო.