ყირიმში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ნახევარკუნძულის ძირძველი მოსახლეობა- ყირიმელი თათრები- რომელთა საერთო რაოდენობაც 300 ათას ადამიანს შეადგენს, ძლიერ ზეწოლას განიცდის. მათ ლიდერებს აკავებენ და რუსულ ციხეებში სვამენ, ან, როგორც სტალინის დროს, ყირიმში ყოფნას უკრძალავენ,"-აღნიშნა პოროშენკომ.