ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა და ცხოველების უფლებათა დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ ვორონეჟის გუბერნატორს წერილობით მიმართა. ალექსეი გორდეევს მან მაწანწალა ძაღლების მასობრივი განადგურების შეწყვეტისკენ მოუწოდა. "როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ცხოველებს ქუჩებში საწამლავს უყრიან, რის შედეგადაც ისინი წამებით კვდებიან. გარდა ამისა, ქალაქებში ძაღლების დამჭერი მანქანებით დადიან და ცხოველებს სადისტურად კლავენ. როგორ შეუძლია ქალაქს, რომელსაც ასეთი მდიდარი კულტურა აქვს, ასე უმოწყალოდ მოექცეს ცხოველებს, რომლებიც ადამიანების ყურადღებას საჭიროებენ?!"-ნათქვამია წერილში.