ბრიტანელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება დაიწყეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ნიკოლაევის პოლიგონზე მიმდინარეობს. 35 ინსტრუქტორი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვით ტაქტიკასა და სამედიცინო დახმარების გაწევას ასწავლის. სწავლება მედიცინის, ლოგისტიკის, დაზვერვისა და ქვეითთა მომზადების მიმართულებებს მოიცავს.