იემენის სიდიდით მეორე ქალაქ ადენში აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეტაკებები გახდა. ექსპრეზიდენტ მანსურ ჰადის მომხრეებსა და შიიტ ამბოხებულებს შორის შეტაკებები მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ექსპრეზიდენტი ჰადი ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ხუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანი აიღეს და საპრეზიდენტო რეზიდენცია დაიკავეს.