ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის ქალაქებში სტალინის ძეგლებისა და მემორიალური დაფების გახსნა იგეგმება. ამის სესახებ გაზეთი კომერსანტი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, „დიდი ბელადის“ სახელი რუსეთის დიდ ქალაქებში რამდენიმე ქუჩას მიენიწება. უკვე ცნობილია, რომ სტალინის მონუმენტის აღმართვას ორლოვის ოლქში, ნოვგოროდში, კრასნოდარსა და დაღესტანში აპირებენ.