უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის სტატუსის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს პრეს-სამსახური იტყობინება. მანამდე კანონპროექტი უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების ნაწილი, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა.