რუსეთის პრეზიდენტის აზრით, რუსები და უკრაინელები ერთი ერია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყირიმის მიერთების ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე განაცხადა. „რუსეთში დღემდე ასე თვლიან და მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი გაყოფა შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინასთან ნორმალური სახელმწიფოთშორისი ურთიერთობა დავამყაროთ,“-აღნიშნა პუტინმა.