უახლოეს მომავალში პენტაგონი უკრაინული არმიის წრთვნას დაიწყებს. ოფიციალური კიევის მტკიცებით, ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, პირველ ეტაპზე წრთვნას 780 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის. გარდა ამისა, თვის ბოლოს უკრაინა შეერთებული შტატებისგან რამდენიმე ათეულ სამხედრო მანქანებს მიიღებს.