მასშტაბური ტერორისტული აქტი ტუნისში. სამი შეიარაღებული ტერორისტი ჯერ პარლამენტის შენობაში შეიჭრა, შემდეგ კი თავს ეროვნულ მუზეუმს დაესხა, სადაც 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა 8 ტურისტი მოკლეს, ათობით ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მათი რაოდენობა დგინდება. ამ დროისათვის შენობა სპეცრაზმის ალყაში იმყოფება.