მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად გილმენდ-ლაშკარგახას პროვინცია გახდა. დანაღმული ავტომანქანა ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობას ოფიციალური ქაბული თალიბანის რადიკალურ დაჯგუფებას აკისრებს.