რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერს შეხვდა. პუტინმა და თიბილოვმა ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის დოკუმენტს ხელი სავარაუდოდ, უკვე მოაწერეს.
პუტინმა შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
"ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი არამხოლოდ სამართლებრივი ბაზის სრულყოფისთვის, არამედ ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. ბოლო დროს ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, დღეს კი კიდევ ერთხელ გვეძლევა იმის საშუალება, რომ სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ,"-განაცხადა პუტინმა.