ევროკომისია ევროზონიდან საბერძნეთის გასვლას დასაშვებლად მიიჩნევს. ამის შესახებ გამოცემა "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროკომისარმა პიერ მოსკოვისიმ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ათენი ევროზონის ნორმებსა და მოთხოვნებს შეასრულებს, ის სავალუტო კავშირში დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საბერძნეთი შესაძლოა კავშირიდან გავიდეს. მოსკოვისის განმარტებით, ეს სავალუტო კავშირზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს, თუმცა ევროკომისია არ აპირებს საბერძნეთი კავშირში ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.