რუსეთმა, უკრაინის შემდეგ შესაძლოა, დესტაბილიზაციის გამოწვევა ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაშიც სცადოს,-განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა.
“თუ დღეს არის უკრაინა, ხვალ შესაძლოა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი სახელმწიფო იყოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში რომელიმე სახელმწიფოს საზღვრის შეცვლა განსაკუთრებით საშიშია” – აღნიშნა დევიდ კემერონმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრა სამხედრო გზით შეუძლებელია და რუსეთის შესაჩერებლად ეკონომიკური ზეწოლაა საჭირო.
შეგახსნებთ, რომ კემერონის განცხადებით, ბრიტანეთი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდეს.