"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, 30 მაისის არჩევნები "ქვეყნისთვის უღიმღამო არჩევნები იქნება".
"ეს არჩევნები ქვეყნისთვის უღიმღამო არჩევნები იქნება, რადგან თავისი მნიშვნელობით ის არ არის ისეთი მაღალი დონის არჩევნები, რომელსაც მნიშვნელოვანი პრობლემისა გადაწყვეტა მოჰყვება", - განაცხადა სანიკიძემ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ამასთან, სანიკიძის განმარტებით, ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც "ფორუმი" არჩევნებში არ მონაწილეობს, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების უღიმღამობაა.