"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები რუსეთში "ტყუილად დადიან".
"ისინი რუსეთში ტყუილად დადიან. ზვიად ძიძიგური ჩემი მეგობარია და ერთი წამით არ მეპარება ეჭვი მის პატრიოტიზმში, არც "საბჭოს" ლიდერების მოსკოვში ვიზიტები მიმაჩნია ქვეყნის ღალატად, მაგრამ ამას ქვეყნისთვის შედეგის მოტანა არ შეუძლია", - განაცხადა სანიკიძემ დღეს, "პრაინ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, "რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა აღდგეს, მაგრამ აუცილებლად ახალი ხელისუფლების პირობებში".