უკრაინის უმარლესი რადა ნადეჟდაც სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. უკრაინელი მფრინავი რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გასულ წელს დაატყვევეს და ბრალი ჟურნალისტების მკვლელობაში დასდეს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. სავჩენკო წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე 80-ე დღეა, შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთებობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსების ტყვეობაში მყოფ მფრინავს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.