საზოგადოებრივი მაუწყებელი 2010 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად კასტინგს აცხადებს.საბუთების მიღება ერთ თვეს - 16 აპრილიდან 16 მაისამდე გასტანს.
შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ 10-დან 15 წლამდე
სოლისტებსა და ჯგუფებს. ჯგუფის წევრთა რაოდენობა 6 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს.
საკონკურსოდ წარმოდგენილი სიმღერა სპეციალურად კონკურსისთვის,ბავშვის თანამონაწილეობით უნდა იყოს შექმნილი.
სიმღერის ხანგრძლივობა 2 წუთსა და 45 წამს არ უნდა აღემატებოდეს,ხოლო-ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
სავალდებულოა ყველა მონაწილემ შეავსოს ანკეტა, რომელსაც თან უნდა დაერთოს აუდიოჩანაწერი.
2010 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მინსკი მასპინძლობს.