ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გამო ევროპაში 6 ათასამდე ავიარეისი გადაიდო.
ფრენები შეფერხდა ბრიტანეთში, ირლანდიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და ბელგიაში.
დიდი აეროპორტები დახურეს საფრანგეთმა და გერმანიამ.
უახლოეს საათებში კვამლმა შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთსაც მიაღწიოს.
ცუდი ხილვადობის გამო საშიშროებას ქმნის ასევე ნამსხვრევები, რომლებიც კვამლს მოყვება და რომლებსაც თვითმფრინავის ძრავის მწყობრიდან გამოყვანა ადვილად შეუძლია.
სპეციალისტების თქმით, საჰაერო სივრცის გაწმენდას რამდენიმე დღე დასჭირდება. ავიაკომპანიები რეისების შეფერხებას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.