ლუკაშენკოს ბრიუსელთან ურთიერთობის დალაგების იმედი აქვს. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრისას განაცხადა. „ურთიერთობა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის დღეს აღარ არის ისეთი ბურუსით მოცული, როგორც ადრე იყო. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ბელარუსი არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელმაც შესაძლოა ევროპის უსაფრთხოების საკითხში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.