იტალიური პარმას ფეხბურთელებმა ერთგულების ტესტი ჩააბარეს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბის ხელმძღვანელობა ჯენოასთან მატჩის ჩასატარებლად ფეხბურთელების გამგზავრებას ვერ დააფინანსებს, ისინი მზად არიან საკუთარი ავტომობილებით იმგზავრონ. "თუ ავტობუსებს ვერ გამოგვიყოფენ, ჩვენი ხარჯებით გავემგზავრებით. თამაშს კი არ ჩავაგდებთ,"-აცხადებს გუნდის კაპიტანი ალესანდრო ლუკარელი. იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩი პარმას სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა პარმამ უდინეზე სტუმრად ფინანსური პრობლემების გამო ვერ მიიღო.