"ალიანსი საქართველოსთვის" რიგებიდან დიღმის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს მანანა ნაჭყებია იყრის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსში" განუცხადეს და აქვე განმარტეს, რომ ნაჭყებიას ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება.
რაიონის მოსახლეობას აღნიშნული ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს "ალიანსის" თანათავმჯდომარეები 16:00 საათზე წარუდგენენ.