რუსთავსა და თბილისში ფეხბურთში საქართველოს თასის 1/2-ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.
რუსთავში ,,ვიტ ჯორჯიამ'' მარტვილის ,,მერანს"'' უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა (გოლები: ადამაძე და ხურცილავა).
თბილისში ეროვნულ სტადიონზე კი ,,დინამომ" ცხინვალის ,,სპარტაკი'' 3:0 დაამარცხა (გოლები: თენგიზ ჩიკვილაძე, მათე ვაწაძე 2)
26 მაისს საქართველოს თასის ფინალში "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ითამაშებენ.
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი