კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირების „იმედი გაჩნდა". ამის შესახებ მინსკში „ნორმანდიის ოთხეულის" შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის განცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალტან დაკავშირებით მას არ აქვს ილუზიები.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზიები. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი სამუშაოა", - განაცხადა მერკელმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრასუა ოლანდის განცხადებით, მოლაპარაკებებით შესაძლოა მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტილება.