ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ყოველდღიურად აკავებენ. ამის შესახებ ლონდონის პოლიციის უფროსის მოადგილემ მარკ როულიმ განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაციები "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეების გაზრდას უკავშირდება. ანტიტერორისტულ ოპერაციაში სკოტლანდ იარდის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც აქტიურად არიან ჩართულნი, რომლებიც ყოველკვირეულად ექსტრემისტული მოწოდებების შემცველი ათასობით საიტის ბლოკირებას ახდენენ. ბრიტანეთში ახალგაზრდა მუსლიმთა რადიკალიზაციის გამო შეშფოთება გასულ კვირას ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმაც გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები