კიევმა რამდენიმე ოლქში სასაზღვრო რეჟიმი დააწესა. მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, სასაზღვრო კონტროლი დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებთან, ასევე, ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში დღეიდან გამკაცრდება. ოფიციალური კიევის განმარტებით, სასაზღვრო რეჟიმის შემოღება მიზნად უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ისახავს, სეპარატისტთა მტკიცებით კი კიევი რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები