ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის მორიგ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი ინდივიდუალური სანქციები შეათანხმეს, თუმცა მათი ამოქმედება 16 თებერვლამდე გადადეს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეყოვნება იმით ახსნეს, რომ სურთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლების შორის ოთხშაბათს მინსკში გასამართი შეხვედრის შედეგებს დაელოდონ.
,,ამ სანქციების პრინციპული მნიშვნელობა უცვლელი რჩება, მაგრამ მათი შემოღება დამოკიდებული იქნება დონბასში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ დაველოდებით, როგორ ჩაივლის შეხვედრა მინსკში." - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.
მასალის გამოყენების პირობები