„ისლამურ სახელმწიფოზე" ავიადარტყმები არალეგიტიმურია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, ანტიტერორისტული კოალიციის სტრატეგია არაეფექტურია და გლობალური საფრთხის მასშტაბებს არ შეესაბამება. პუტინის განმარტებით, ჯიჰადისტთა პოზიციებზე ავიადარტყმები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე ხორციელდება, რაც მათ არალეგიტიმურს ხდის.
მასალის გამოყენების პირობები