რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის კრიზისის შექმნაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, კრიზისის ესკალაციაში რუსეთის ხელი არ ურევია. „ კრიზისი ჩვენი მიზეზით არ შექმნილა. მის პროვოცირებაში ბრალი აშშ-სა და დასავლეთს მიუძვის. ისინი თავს ცივ ომში გამარჯვებულად თვლიდნენ და თავიანთ ნებას გვახვევდნენ თავს. ჩვენ არაერთგზის გავაფრთხილეთ ვაშინგტონსა და მის პარტნიორებს იმ დამღუპველი შედეგების შესახებ, რასაც უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა გამოიწვევდა,"-აღნიშნა პუტინმა.