საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სამსახურებიდან დათხოვნილთა აღდგენის პირობას იძლევა. ალექსის ციპრასის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებაც სამუშაო ადგილები წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაკარგეს, ძველ ადგილებზე აღადგენენ და ხელფასს გაუზრდიან. მისივე განცხადებით, საბერძნეთს ევროკავშირის დამატებითი ფინანსური დახმარება აღარ ესაჭიროება, მთავრობა კი წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს და კორუფციასთან ბრძოლას გაააქტიურებს.