30 მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 26 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ცესკომ შესაბამის რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს დემოკრატიული პარტია, პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო", ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" (ახლები), პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატები", პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", მოქალაქეთა პოლტიკური გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი" (სსსა), პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ", მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება", "საქართველოს გზა", "ხალხის პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "მომავლის პარტია", პოლიტიკური მოძრაობა "მამულიშვილი", "საქართველოს - სპორტსმენთა კავშირი", პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის".
არჩევნებში მონაწილეობა სურდა კიდევ 10 პოლიტიკურ ძალას, თუმცა, ცესკოს მიერ საარჩევნო კომისიაში მათ მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიების ბათილად ცნობის გამო, "საქართველოს მშრომელთა საბჭოს", პარტია "ნეიტრალურ საქართველოს", მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება "საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის პარტიას", საქართველოს კონსერვატიულ (მონარქისტულ) პარტიას, "საქართველოს ადვოკატებს", "სახალხო პარტიას", მერაბ კოსტავას საზოგადოებას, "მამულიშვილთა ორდენ "სამშობლოს", პოლიტიკურ ორგანიზაცია "მამულსა" და საქართველოს მწვანეთა პარტიას შესაბამის რეგისტრაციაში გატარებაზე უარი ეთქვათ.